ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის და რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი ინერგება, ბიუროს სხდომაზეა ინიცირებული
ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის და რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი ინერგება, ბიუროს სხდომაზეა ინიცირებული. ცვლილებებით მარტივდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავე პირის, მისი ოჯახის წევრისა თუ დაკავშირებული პირისგან, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ვიდრე მსჯავრდებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს.პროექტი ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობასაც.