2025 წლის საიბერ ლიგის ტურნირში, კიბერ ფეხბურთში, ჩემპიონი სანდრო ოთარაშვილი გახდა
2025 წლის საიბერ ლიგის ტურნირში, კიბერ ფეხბურთში, ჩემპიონი გახდა სანდრო ოთარაშვილი, რომელმაც ფინალში გიორგი მახარაშვილი დაამარცხა. 12 პროფესიონალი 3 თვის განმავლობაში იბრძოდა ტიტულისთვის. გამარჯვებულმა 10 000 ლარი მიიღო 25 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ოთარაშვილი ასევე საქართველოს წარადგენს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რომელიც ოქტომბერში გაიმართება.