„თბილისი არენა“ კარატეს საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისს“ მასპინძლობს
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „თბილისი არენა“ კარატეს საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისს“ მასპინძლობს. შეჯიბრში 6 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ღონისძიება გუშინ უფროსი ასაკის კარატისტების ასპარეზობით დაიწყო და დღეს უმცროსი ასაკის კარატისტების გამოსვლით დასრულდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა და ჯამში 150-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.