ინფრასტრუქტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ეცნობა
ინფრასტრუქტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ეცნობა. რევაზ სოხაძემ ახალციხეში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა. ახალ საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მოპირკეთდა ეზო. მინისტრმა, ასევე მოინახულა მეორე სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება და სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა.