„ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მეორე მატჩში „ბრეშა“ 75:65 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
„ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მეორე მატჩში „ბრეშა“ 75:65 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.