მინესოტას შტატში ორ დემოკრატ კანონმდებელს დაესხნენ თავს
მინესოტას შტატში ორ დემოკრატ კანონმდებელს დაესხნენ თავს. სროლას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორთმანი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ. მძიმედ არიან დაჭრილი სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.