ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით ორი ათასი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის პოლიტიკა დაგმეს. ჯორჯიის შტატში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა, სულ მცირე, რვა ადამიანი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მომიტინგეებმა არ შეასრულეს პოლიციელების ბრძანება და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. არეულობაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია ლოს ანჯელესშიც, აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მსახიობები და საზოგადო მოღვაწეებიც მონაწილეობდნენ.