გემო ფესტი
გემო ფესტი ზაფხულის საფესტივალო კალენდარზე უკვე შეუცვლელი პუნქტია. სტუმართმოყვარე იმერეთი წელსაც ქართული კულინარიული ხელოვნების მასპინძელია. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ კერძებისა და გემოების მრავალფეროვნებას ორი დღე არ ჰყოფნის, ამიტომ გემო ფესტი გურმანებს სამი დღის განმავლობაში ელის. ასე რომ გაითვალისწინეთ, კიდევ ერთი დღე გაქვთ იმისთვის, რომ ქუთაისში ყველაზე გემრიელ ფესტივალს ესტუმროთ