საელჩოს დუმილი
მიმდინარე კვირას ბრიტანეთის საელჩომ მწუხარებით გვამცნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს, რადგან გრანტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ამ განცხადებას მმართველმა ძალამ უკვე უპასუხა და თან დასძინა, გაასაჯაროონ ის ინფორმაცია, თუ ვის დაფინანსებას გეგმავდა საელჩო? პასუხის გაცემისგან დიპლომატიური კორპუსი თავს იკავებს, რაც ხელისუფლებისთვის იმის ნიშანია, რომ თანხები იმ ორგანიზაციებში უნდა განაწილებულიყო, რომლებიც დესტრუქციისა და რადიკალიზმის მოწყობაში უკვე დახელოვნებულები არიან. შალვა პაპუაშვილმა საელჩოს ცალკე წერილითაც მიმართა და მიმდინარე გრანტებთან ერთად, 2024 წელს გაცემული გრანტების ადრესატების დასახელებაც ითხოვა