თბილისი 2026 წელს, კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
თბილისი 2026 წელს, კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე იქნა მიღებული, სადაც საქართველოს კანდიდატურას მხარი 42-მა ქვეყანამ დაუჭირა. ხოლო მიმდინარე წლის 20 ივლისიდან თბილისში სტარტს მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას