საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობით გეგმების შემუშავების მნიშვნელობის, პრინციპების და მეთოდოლოგიის შესახებ