საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი, რომელმაც ტურნირის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა, დღეს ჯგუფის ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს. ჩვენმა ნაკრებმა დასკვნითი მატჩისწინა ვარჯიში, გუშინ ქალაქ მარტინში ჩაატარა. საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, ჟილინაში 23:00 საათზე გაიმართება