იმერეთში ყველაზე გემრიელი ფესტივალი მიმდინარეობს
იმერეთში ყველაზე გემრიელი ფესტივალი მიმდინარეობს. სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი კვების ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, აგროზონა, საბავშვო სივრცეები. საღამოს კი კონცერტი გაიმართება