ათი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
21 დაღუპული, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული და ასობით დაზარალებული ადამიანი - ეს 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგია. სტიქიამ, რომელიც თბილისს ღამით დაატყდა თავს, საცხოვრებელი სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო სისტემები გაანადგურა. ადიდებულმა “ვერემ” მთლიანად დატბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ცხოველების დიდი ნაწილი დაიღუპა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები