საქართველოს 21- წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
ჩვენი გუნდი, რომელმაც ტურნირის პირველი ტურში პოლონეთი ორით ერთი დაამარცხა, ხვალ ერთ-ერთ ფავორიტთან — საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს. ცე ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი 3 ქულით პირველ ადგილზეა და პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირება სლოვაკეთში ხვალ, 23:00 საათზე გაიმართება.