იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ გამარჯვებით დაიწყო
ბოლონიელებმა „ბრეშას“ უმასპინძლეს და 90-ით 87 დაამარცხეს. შედეგიანი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას- მან 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თორნიკემ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და ამ მაჩვენებლებით, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი კვლავ ბოლონიაში, 14 ივნისს გაიმართება.