ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა
როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში, დარტყმები ირანის ბირთვული პროგრამისა და სხვა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნეთენზის სადგურზე თავდასხმას ადასტურებს თეირანი.
