იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ბიზნეს ასოციაციაში განსხვავებული კონცეფცია − „ბიზნეს ასისტენტი“ წარადგინა
იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ბიზნეს ასოციაციაში განსხვავებული კონცეფცია − „ბიზნეს ასისტენტი“ წარადგინა. შეხვედრას, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ითქვა, რომ ბიზნეს ასისტენტის მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენს ბიზნესსექტორის ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.