ფრაქცია „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი სიძულვილისა და ზიზღის კამპანიას სამართლებრივად უპირისპირდება. დღეს სასამართლოში დაიბარეს შეურაცხმყოფელი პოსტების ავტორები, მათი ნაწილი უკვე სასამართლოშია, ნაწილი კი პროცესზე არ გამოცხადდა. მმართველი გუნდი ხაზგასმით ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში ზიზღის და სიძულვილის ადგილი არ უნდა იყოს. „ქართულ ოცნებაში“ გარედან დაფინანსებულ და მართულ კამპანიაზე საუბრობენ, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების დაპირისპირებაა. ხელისუფლება ევროპელ ელჩებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ამ ყველაფრის დაფინანსებისგან