შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში ინკლუზიური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში ინკლუზიური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი გულისხმობს საგამოფენო სივრცეების ადაპტირებას უსინათლო და მცირემხედველი დამთვალიერებლებისა და მათი ოჯახებისთვის. პრეზენტაციას უსინათლოთა სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დაესწრნენ. ინკლუზიური ტიპის დაგეგმარება ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს, მოიცავს სივრცის ფიზიკურ ადაპტირებას და ექსპონატების ხელმისაწვდომობის გაზრდას.