შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და ორ დღეში კლინიკაში გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და ორ დღეში კლინიკაში გარდაიცვალა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კი სამი ადამიანია დაკავებული. ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მოუწოდა მედიას და საზოგადოებას, საქმეზე არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია.