ფრაქცია "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო
ფრაქცია "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმის მასალები თბილისისი საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა და მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფრაქცია ქართულმა ოცნებამ სარჩელი შეიტანა. უწყებაში შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითებიც. საუბარია ფეისბუქში დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე.