საფრანგეთის პრეზიდენტი, 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
ერთ-ერთი მიზანი, მოზარდების მიერ ინტერნეტში გატარებული დროის შემცირებაა. თუმცა ეს ინიციატივა სამშაბათს, საფრანგეთში 14 წლის მოსწავლის მიერ მასწავლებლის მკვლელობასაც უკავშირდება. ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევაში, მოზარდები ვეღარ შეძლებენ ინტერნეტის მეშვეობით ცივი იარაღის შეძენას.