ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" სარჩელით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა
უწყებაში შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითები. საუბარია ფეისბუქში დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევას.