ოთხი თვე არჩევნებამდე
ოპოზიცია კრიზისშია. თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები მწვავდება. მათ ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი წინასწარ გაწერილ სცენარზე საუბრობს, რომელშიც ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული როლი აქვთ და მათი გადაწყვეტილებებიც გარედან მიღებული დავალებების შესაბამისი იქნება.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები