„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ რადიკალური ჯგუფების დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ, ქუჩიდან სასამართლო დარბაზებში გადაინაცვლა. ორგანიზაციის წევრები საუბრობენ სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფასა და მათზე ფიზიკურ თავდასხმებზეც.