ხარვეზები ლატვიის არჩევნებზე
სერიოზული ხარვეზები ლატვიის საარჩევნო სისტემაში - ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტო ლატვიის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა. მიზეზი მუნიციპალურ არჩევნებზე მომხდარი მოვლენებია. მუნიციპალურ არჩევნებზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის ავტომატურ სისტემას ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. გარკვეული საარჩევნო უბნები რამდენიმე საათით გაჩერდნენ, რის შემდეგაც ხმები ხელით გადაითვალეს. არ არის გამორიცხული, მომხდარი ინციდენტის გამო, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები