საია მდუმარე რეჟიმში
არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვას აპროტესტებდა, ახლა დუმს. დონალდ ტრამპის მიერ ასეთივე რეგულაციის მიღებაზე არაფერს ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, საია ამბობდა, რომ ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოა. მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტის მორიგ გამოვლინებაზე ამახვილებს ყურადღებას და უარგუმენტო და უსაფუძვლო კრიტიკისთვის განმარტებებს ელოდება.