უნიჭო სპექტაკლს უწოდებს მმართველი გუნდი თინა ბოკუჩავას განცხადებას
ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმით, კოტე იოსელიანს ღამით ხუთი ნიღბიანი დახვდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ბოკუჩავა ამბობს, რომ იოსელიანი მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. მასზე იყო ზეწოლა და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო. კოტე იოსელიანი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.