პოლიტიკურ უტიფრობას უწოდებენ მმართველ გუნდში ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით
მათ შორის არის ლატვიის ხელისუფლებაც, რომელსაც ქართულმა ოცნებამ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გაკეთებული შეფასებები შეახსენა. იმ ფონზე, როცა ლატვიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა და დარღვევებზე აკეთებდა აქცენტს, გაირკვა, რომ საარჩევნო პრობლემები თავად აქვთ. თავის ქვეყანაში საარჩევნო პრობლემების არსებობას ადასტურებს ლატვიის პრეზიდენტი.