საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. ახლა კი გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ლელოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ საგამოძიებო კომისიის წევრების გამოკითხვა აბსურდული არგუმენტებით მოითხოვეს, შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.