კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი შესაძლოა დააპატიმრონ, თუ ისინი ზღვარს გადაკვეთენ
კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი შესაძლოა დააპატიმრონ, თუ ისინი ზღვარს გადაკვეთენ. ამის შესახებ ამერიკის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. ტომ ჰომანმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი ჯარისკაცის განლაგების შესახებ, ადგილობრივი ლიდერების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. მისი თქმით, არალეგალი უცხოელისთვის შეგნებულად თავშესაფრის მიცემა და დამალვა, ასევე, სამართალდამცავებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დანაშაულია, რაზეც ყველამ პასუხი უნდა აგოს და გამონაკლისს არც კალიფორნიის გუბერნატორი და არც ლოს ანჯელესის მერი არ წარმოადგენენ.