დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს
დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს. გამოცემა „როლინგ სტოუნსის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან მაღალჩინოსნებს უკავშირდებიან და იმის დაფიქსირებას სთხოვენ, თუ ვის მხარეს დგანან. „ისინი უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის, პარტიის მსხვილ შემომწირველებს და სთხოვეს აირჩიონ, ვის მხარეს დგანან ამ მელოდრამაში. ისინი მასკის მეგობრების გადაბირებას ცდილობენ,“-ნათქვამია სტატიაში. ღია დაპირისპირება თეთრი სახლის ლიდერსა და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკმა ტრამპის კანონპროექტი გადასახადებისა და ხარჯების შემცირების შესახებ საჯაროდ გააკრიტიკა.