ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება. ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მომზადებული მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული, ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, კომპეტენციის ფარგლებში, მაღალ პროფესიონალთა მასტერკლასებისა და სხვა სასწავლო საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელებას.