ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს
ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. საზეიმო ღონისძიებაზე, საზოგადოების არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია ბართაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა უცხოელ კონსულთა საზოგადოების მნიშვნელობას აშშსთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საქმეში. უცხოელ კონსულთა საზოგადოება ქ. ნიუ-იორკში 1925 წელს დაარსდა და დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ საკონსულო ორგანიზაციას და 100-ზე მეტ საკონსულო დაწესებულებას აერთიანებს. საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელს უწყობს კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, სხვადასხვა სახის სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას ნიუ-იორკში. საქართველოს გენერალურმა კონსულმა დაადასტურა მზადყოფნა, მისი საპრეზიდენტო ვადის დროს გააღრმაოს თანამშრომლობა ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე კულტურულ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, საზოგადოების მიზნების წარმატებით შესრულებისთვის.