ინფრასტრუქტურული პროექტები
კახეთში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შენდება. თელავის ისტორიულ უბანში, დრამატული თეატრის მიმდებარედ სკვერის განახლება და თანამედროვე, ღია საზოგადოებრივი მოედანი ეწყობა. გრძელდება გზებისა, საგზაო ინფრასტრუქტურის და ძველი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გურჯაანის რაიონში მიმდინარე ბაღების მშენებლობა დაათვალიერა