ევროპარლამენტარის აბსურდი
მიმდინარე კვირას, ესპანელი ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატი ნაჩო სანჩეს ამორი ოპოზიციის მეგობარ ბიუროკრატებს შორის დაწინაურდა და ადგილობრივი აქტივისტების სამაშველო რგოლის ფუნქცია იტვირთა. სანჩესმა მტკიცებით ფორმაში საზოგადოებას აცნობა, რომ „ქართული ოცნების“ სანქცირებული ლიდერები ევროკავშირში რეკავენ და სანქციებიდან გათავისუფლებისთვის დახმარებას ითხოვენ. ამ ფრაზის მიღმა ევროპარლამენტარს არაფერი მოუყვანია: არც სახელები და გვარები, არც ადრესატები და არც ის ნომრები, რაზეც მისი თქმით, თბილისიდან რეკავენ. ზედაპირულად გახმიანებული ეს ინფორმაცია ადგილობრივი ოპოზიციისთვის საინფორმაციო დღის წესრიგის საბაბი გახდა, მერე რა რომ განცხადებას მტკიცებულების ტვირთი თან არ ახლავს. მმართველი ძალისთვის კი არასერიოზული ჭორაობა, რომლის შედეგი, მათი თქმით, ისევ ევროკავშირის იმიჯის დამაზიანებელი შეიძლება გახდეს