ბათუმში, ნურის ტბაზე „დრაგონ ბოათში“ ევროპის ღია თასი მიმდინარეობს
ბათუმში, ნურის ტბაზე „დრაგონ ბოათში“ ევროპის ღია თასი მიმდინარეობს. ისტორიული შეჯიბრი საქართველოში პირველად ტარდება და საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში, მსოფლიოს მასშტაბით 25 ქვეყნის, 400-მდე სპორტსმენი გამოდის. შეჯიბრება ორ დღიანია და ხვალ 18:00 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება