პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, გამოხმაურებები მოჰყვა
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, გამოხმაურებები მოჰყვა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მიუღებელია კონკრეტული ელჩების მცდელობები უხეშად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. ამბობენ, რომ ელჩების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის ქონა თუ ძალადობრივი ჯგუფების წახალისება მიუღებელია. ოპოზიციისთვის კი პრობლემას არ წარმოადგენს ვენის კონვენციის დარღვევაც თუ კონკრეტული განცხადებები მათ ვიწრო პარტიულ დღის წესრიგთანაა თანხვედრაში