აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა სამინისტროს პროგრამის „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლებთან
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა სამინისტროს პროგრამის „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლებთან. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში სულ 32 განაცხადი შევიდა. კომისიამ, გამოავლინა 21 გამარჯვებული ფესტივალი. მათ განსახორციელებლად ჯამში, მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ფესტივალები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება როგორც ბათუმში, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში