საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა. მთავარი თემა ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო, რომელიც 2026 წელს იტალიაში გაიმართება. თამაშებზე, საქართველოს მისიის ხელმძღვანელად სეოკ-ის აღმასკომის წევრი და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი აირჩიეს. ასევე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “მომავალი ოლიმპიელების” საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელზეც უკვე კომიტეტმა გარკვეული პროექტი შეიმუშავა. დღესვე ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ტრადიციული მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართება, რომელშიც ათასობით მსურველი მიიღებს მონაწილეობას