ბათუმში აფროსნობაში ღია პირველობა დაიწყო
სტარტი აიღო ბათუმის ღია პირველობამ აფროსნობაში. რეგატაში მონაწილეობას იღებენ თბილისის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი 8 ივნისს დასრულდება