სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმის“, 2025 წლის სეზონი გრძელდება
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმის“, 2025 წლის სეზონი გრძელდება . 15 ივნისს ფესტივალის მორიგი გამორჩეული სტუმარი ბალეტის ვარსკვლავი, ნატალია ოსიპოვა იქნება. ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი, გრიბოედოვის თეატრში, საპრემიერო პროგრამით „ნატალია ოსიპოვა - ბუნების ძალა“ წარდგება. ნატალია ოსიპოვა თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებთან ერთად ესტუმრება.