პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის
პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განისაზღვრება ახალი წესი გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩევის შესახებ. არჩილ გორდულაძის თქმით, მხოლოდ საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექსკლუზიურად ექნება შესაძლებლობა პროკურორობის ერთი კანდიდატი დაასახელოს, კანდიდატებს მოუსმინონ საბჭოში, კენჭისყრის შემდეგ კი პარლამენტს წარუდგინონ.