უკრაინამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი ააფეთქა
უკრაინამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი ააფეთქა. ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყების ცნობით, ოპერაციას სპეცსამსახურები 8 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა წყლის ქვეშ, ხიდის ერთ-ერთ საყრდენ ძელზე დაამონტაჟეს და მოქმედებაში გამთენიისას მოიყვანეს. უწყება ირწმუნება, რომ აფეთქების შემდეგ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კიევის მიერ ქერჩის ხიდზე განხორციელებული უკვე მესამე თავდასხმაა.
