მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა ნარკოდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ პირზე და მას მოკვლით დაემუქრა, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტრო სასწორი. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
