ბუნების და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები 2025“ 4 ივნისს დაიწყება
ბუნების და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები 2025“ 4 ივნისს დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი შედგება. ფესტივალის მიზანი ბუნების და მუსიკის სინთეზი და ტრადიციული ძველი საღამოების გაცოცხლებაა. ფესტივალი 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
