აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში GFC 31 გაიმართა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში GFC 31 გაიმართა. შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე 9 ბრძოლა შედგა, მათ შორის ორი სატიტულო. 9 დაპირისპირებიდან ხუთი მეინ ქარდზე იყო და ქართველების დომინაციით ჩაიარა. ქამრისთვის ბრძოლაში დიმიტრი ბოლქვაძემ თურქი მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მეორე სატიტულო ბრძოლაში კი ბექა თამლიანმა ყაზახეთის წარმომადგენელს აჯობა. ღონისძიებაზე ქართველი სპორტსმენების გარდა მებრძოლები 6 ქვეყნიდან გამოდიოდნენ
