დონალდ ტრამპმა ილონ მასკს სიმბოლური ოქროს გასაღები გადასცა
დონალდ ტრამპმა ილონ მასკს სიმბოლური ოქროს გასაღები გადასცა. თეთრი სახლის ლიდერმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ საჩუქრებს ქვეყნის სახელით მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს სჩუქნის. თავის მხრივ, მასკმა განაცხადა, რომ უწყებიდან წასვლის შემდეგაც პრეზიდენტის მეგობრად და მრჩევლად დარჩება. მასკი თეთრ სახლში ჩალურჯებული თვალით მივიდა. როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა შეემთხვა, მთავრობის ეფექტურობის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ თვალში მისმა 5 წლის შვილმა ჩაარტყა
