უნგრელი ევროპარლამენტარი ევროკავშირს გამჭვირვალობის დაბლოკვასა და კონსერვატორული ძალების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უნგრელი ევროპარლამენტარი ევროკავშირს გამჭვირვალობის დაბლოკვასა და კონსერვატორული ძალების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ანდრაშ ლასლომ მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისარი მაიკლ მაკ გრეთი, რომელიც უნგრეთის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციირების გამო, ბუდაპეშტისთვის სადამსჯელო მექანიზმების ამოქმედებას ემხრობა. ევროპარლამენტარი ლასლო განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა უცხო ძალების შიდა პოლიტიკასა და არჩევნებში ჩარევის თავიდან არიდებისთვის აუცილებელია, თუმცა ბრიუსელი ამ ინიციატივას კვლავ ეწინააღმდეგება.
